axmetis municipaliteti  
  

 

 

axmetis municipaliteti soflebi - zemo alvani
ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ხორბალო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3306 ადამიანი. სოფელში დგას დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი და იოსებ სტალინის ძეგლი.

istoria

ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) იგი თუშებისათვის უწყალობები, 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან.

istoriuli Zeglebi

 

 

foto galerea

რეგიონი კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°02`40″ ჩ. გ. 45°18`03″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 420 მ
მოსახლეობა 3306 (2016)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახმეტის გერბი ახმეტის დროშა